|
2018-10-17 17:27:52, 1555 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ტიტანიკის ჩაძირვა მე დავგეგმე, ოქროს საწმისი მედეამ ჩემი თხოვნით მოიპარა, კენედიც მე მოვკალი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარქაციშვილის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება. სააკაშვილი შესაბამის ვიდეო-მიმართვას Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ყოფილი პრეზიდენტი სარკასტულ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედი მისი დაკვეთით მოკლეს. "დღეს ფარცხალაძის კანტორამ რაღაცები ილაპარაკა ჩემზე და მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. მოკლედ, ესე - ხო გახსოვთ ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი? მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა, მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხო გახსოვთ? ჩემი დაგეგმილი იყო. საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა მაგან მოკლა. ეჰ, არადა, ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა, მართალია დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება იმიტომ, რომ გორელი იყო. სხვათაშორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჭორვილელი აფერისტი ივანიშვილი, რომელმაც მოატყუა, გაძარცვა და გააუბედურა ქართველი ხალხი. ცდილობს დაავიწყოს ხალხს აღმშენებლობის ის წლები, რომელსაც მე ვხელმღვანელობდი, გადაფაროს სისულელეებით და ასევე დაავიწყოს თუ რამდენი მოატყუა, რამდენი გადააგდო. რამდენ ადამიანს დაუნგრია ცხოვრება. მაგრამ მისი აღსასრული ახლოვდება. 28-ში არის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც აგებს კატასტროფულად და ახლა ივანიშვილი იმყოფება უბრალოდ ჩობჯენში და ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი და ავადმყოფი რომელიც არის ჩობჯენში და ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მე მგონი ყველამ ყველაფერი კარგად იცის. ჩვენი გამარჯვება ძალიან ახლოსაა", - განაცხადა სააკაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)