|
2018-10-17 13:07:01, 893 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომა გაიმართა
დღეს, მთელი საქართველოს ბანკის, მხარდაჭერით, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური წლიური შეხვედრა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით წიკლაური, საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის (EXCOM, პარიზი) წევრი და საქართველოს ბანკის ვაჭრობის ფინანსირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანა ქავთარაძე. 250-მდე საერთაშორისო აღიარების მქონე ვაჭრობის ფინანსირების ექსპერტი. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სავაჭრო დაფინანსების ახალი მიმართულებების განხილვა, იმ რეგულაციებზე დისკუსიის გამართვა, რაც გავლენას ახდენს გლობალურ სავაჭრო პროცესებზე. საერთაშორისო ექსპერტების მიერ გლობალური გამოწვევების განხილვისას ყურადღება გამახვილდა ელექტრონულ გადახდებზე, სავაჭრო დაფინანსების დიჯიტალიზაციაზე, ფინანსური დანაშაულის რისკსა და სამომავლო პოლიტიკაზე. „მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ICC საქართველოსთან ერთად ვუმასპინძლოთ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის ტექნიკური შეხვედრას, ICC-ს წევრებსა და ეროვნულ კომიტეტებს, მის მონაწილეებს. მსგავსი მნიშვნელობის ღონისძიება წელს პირველად იმართება რეგიონში, კონკრეტულად კი თბილისში. კომისიის სხდომა გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, ღია ფორუმის რეჟიმში თავი მოვუყაროთ რეგიონულ ექსპერტებს, რათა ერთობლივად განვიხილოთ ვაჭრობის ფინანსირების დარგში არსებული და მოსალოდნელი ძირითადი სიახლეები, წესები, კანონები, რეგულაციები და გავრცელებული პრაქტიკა. გაზიარებული სიახლეები და ცოდნა, თავისთავად ხელს შეუწყობს და დადებითად აისახება ვაჭრობის დაფინანსების შესაძლებლობებზე, კომისიის წევრ ქვეყნებს შორის მზარდი ვაჭრობის დინამიკის მხარდასაჭერად“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით წიკლაურმა. საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბანკო კომისიის სხდომას 65 ქვეყნის 250-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ბანკირები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, იურისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(R)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)