|
2018-10-16 16:39:58, 820 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტები კოოპერაციული საწარმოების საქმიანობას გაეცნენ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მედიატური მოეწყო. ჟურნალისტებს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გააცნო. ჟურნალისტებმა დაათვალიერეს გორის მუნიციპალიტეტში მშენებარე თაფლის გადამამუშავებელი საწარმო. მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. საწარმო აღიჭურვება თაფლის წარმოების სრული ციკლისათვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი დანადგარებით, სადაც შესაძლებელი იქნება დღეში არანაკლებ ორი ტონა თაფლის მიღება, გადამუშავება, დასაწყობება და სხვადასხვა მოცულობით ჩამოსხმა, საწარმოში ასევე მოხდება ფიჭის დამზადება. მედიატურის მონაწილეები ასევე გაეცნენ „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „ხიზას“ საქმიანობას. რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო ახალციხეში მდებარეობს. კოოპერატივი „ხიზა“ 64 ადგილობრივ ფერმერს აერთიანებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „კოდის“ თაფლის გადამამუშავებელ საწარმოში ჟურნალისტებს მიეცათ საშუალება ადგილზე გაცნობოდნენ თაფლის გამოწურვის და ჩამოსხმის პროცესს. მედიატურის ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია, სადაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის ანგარიში. მედიატური ჩატარდა “სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ ორგანიზებით და პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სიმძლავრეების განვითარება“ ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „ავსტრიის განვითარების სააგენტოს“ დაფინანსებით.
(NS)
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)