|
2018-10-16 12:13:58, 1076 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ გორის მერის გადაყენებას მთავრობის ადმინისტრაციასთან ითხოვს [ვიდეო]
მთავრობის ადმინისტრაციასთან მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები გორის მერის კოტე თავზარაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვენ და მის მიერ რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. მათ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგვის ურნები აქვთ მიტანილი, წარწერებით: „რუსული პროპაგანდისტული ნაგავი ჩაყარე აქ“ და „ჩინოვნიკი ყარს“. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პერფორმანსი საქართველოში არსებულ რეალობას ასახავს. „ერთი კვირის წინ, გორის მერმა საქართველოს მოქალაქეებს ვერბალურად დაგვაყარა ნაგავი და საქართველო დაადანაშაულა 2008 წლის ომის დაწყებაში. ხოლო, 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მერიის საჯარო მოხელემ - იურიდიული სამსახურის უფროსმა, ნაგვის ურნა ფიზიკურად დაახურა თავზე ჩვენს აქტივისტს. საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მსგავსი ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დარღვევის შემდეგ, საჯარო მოხელემ დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს, დისციპლინარული სასჯელის სახით. ყველაფრის მიუხედავად, ორივე ადამიანი კვლავ რჩება დაკავებულ პოზიციებზე. საქართველოს ხელისუფლება დუმს! საჯარო სამსახურის ბიურო დუმს!“, - ამბობენ მოძრაობის წევრები. აქციაში დაახლოებით 20-მდე ადამიანი მონაწილეობს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გორის მერის შენობასთან მყოფ აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანმა შეურაცხყოფა მიაყენა.
PSP-ს საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ზურაბიშვილი: ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დრონებითა და საჰაერო ბურთებით თავდასხმების გამო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)