|
2018-10-09 17:33:51, 1509 ნახვა
კომენტარი
ფრანკფურტის მერი - ქართული დამწერლობა შედევრია
ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, - ამის შესახებ ფრანკფურტის მერმა პეტერ ფელდმანმა საქართვეელოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის პატივსაცემად ფრანკფურტის მერიაში გამარტულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პეტერ ფელდმანმა აღნიშნა, რომ საქართველო არის მშვენიერი ბუნების ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხით. “ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის უდიდესი პატივია გიმასპინძლოთ ფრანკფურტის მერიის იმპერატორთა დარბაზში, რომელიც ჩვენი ყველაზე ცნობილი დარბაზია და სადაც ყოველთვის საპატიო სტუმრებს ვმასპინძლობთ და მათ შორის არიან წიგნის ფესტივალის სტუმრები. კეთილი იყოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა. ეს არის უმნიშვნელოვნესი მოვლენა. პრეზენტაციის მთავარი თემაა ქართული ანბანი და მისი 33 ასო-ბგერა, რომლითაც ჩვენი სტუმარი ქართველი მწერლები გამოხატავენ საკუთარ თავებს. ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ვიცი, რომ მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა ჩამოგვიტანეთ. საპატიო სტუმრის პროგრამა წიგნის ფესტივალის სტუმრებს აძლევს საშუალებას, ჩაუღრმავდნენ მის კულტურას. საქართველოს უკვე ფართო საზოგადოება იცნობს. ეს არის მშვენიერი ბუნების ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და ძალიან სტუმართმოოყვარე ხალხით. მოხარული ვართ, რომ გმასპინძლობთ გამოფენაზე, რომელმაც 1480 წლიდან თავი დაიმკვიდრა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, რომლის ფარგლებში ასევე იყიდება წიგნები და ეწყობა ბევრი ღონისძიება, მათ შორის ავტორების, გამომცემლების ჩართულობით. ქართული პავილიონის ყველა სტუმარს ვუსურვებ, მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს წიგნებს და მიიღოს დიდი სიამოვნება. დიდ მადლობას ვუხდი გამოფენის ორგანიზატორებს, სტუმრებსა და ქართველ ავტორებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ”, - განაცხადა პეტერ ფელდმანმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)