|
2018-10-04 15:14:17, 1436 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შაბთაი ცურს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე ეფექტურად ხორციელდება საპოლიციო არხებისა და ისრაელის სახელმწიფოს პოლიციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ატაშეს მეშვეობით. გიორგი გახარიამ საქართველოსა და ისრაელს შორის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უკანონო მიგრაციის სფეროებში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა გამოთქვა. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ისრაელში ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის გამართვის თაობაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის წარმომადგენლები. შეხვედრაზე ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის უკანონო მიგრაციასთან, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებასთან და კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)