|
2018-10-04 10:09:42, 1742 ნახვა
საზოგადოება
ადვოკატი - ექიმების კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს
ექიმების კონსილიუმი შეთანხმდა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა გამომწვევი მიზეზები კვლავ დაუდგენელია, - ამის შესახებ მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ექიმები ამ ეტაპზე დამატებითი მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. „ყველა ექიმი შეჯერდა იმაზე, რომ ისევ იგივე ნიშნულზე ვართ და ეს არის ჰორნერის სინდრომი. რითია გამოწვეული ამის შესახებ უჭირთ საუბარი. იქ იყო რაღაც განსხვავებული აზრები. ახლა მიმდინარეობს მათი მოსაზრებების დაფიქსირება. როდესაც გადმოგვცემენ ამ დოკუმენტს უფრო მეტი გვეცოდინება ბუნებრივია. მაგრამ ის დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც მათ გასინჯეს მერაბიშვილი, მათ პრაქტიკულად უთხრეს ის, რომ ჩავარდნილი თვალი შეიძლება დარჩეს ესე. შეიძლება გაუმჯობესდეს, შეიძლება არ გაუმჯობესდეს. მკურნალობას რაც შეეხება, ექიმების უმეტესობა ამბობდა, რომ ამ მომენტისთვის მკურნალობას ვერ დაუნიშნავენ, რადგან ამის საჭიროებას გამორიცხავენ“, - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა. ცნობისთვის, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხიდან კლინიკაში 2 ოქტომბერს გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განმარტეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლნიკაში გადაყვანა დამატებითი სისხლის ანალიზის ჩასატარებლად გახდა საჭირო. ყოფილ პრემიერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს დააბრუნებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)