|
2018-10-03 14:59:12, 1447 ნახვა
საზოგადოება
გოგონათა კლუბში სასწავლო წელი განახლდა
მედიაციის სახლის პროგრამა „გოგონათა კლუბში“ სასწავლო წელი განახლდა. პირველი ჯგუფის გოგონებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე მეურნეობა „გარდენიაში“ შეხვდა. თათია ხოჭოლავა კლუბის წევრებს პროგრამის მიზნებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. ტრენინგისა და შეხვედრების ძირითადი სამუშაო თემებია - საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების ძიებაში დახმარება. პროგრამის თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)