|
2018-10-03 14:05:36, 1466 ნახვა
საზოგადოება
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული წარმატებული მაგალითით მსოფლიოს 13 ქვეყანას შორის მოხვდა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ საქართველო ადამიანის უფლებების სფეროში იმ 13 წარმატებული ქვეყნის სიაშია, სადაც ჩამოყალიბდა და დამკვიდრდა ადამიანის უფლებათა დაცვის ძლიერი სისტემა. "ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი დადებითად აფასებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით წარმატებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია პენიტენციურ სისტემაში არსებული პროგრესი. იცით, რომ უმძიმესი მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ამ კუთხით. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ამ სიაში მოხვდა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)