|
2018-10-03 11:23:43, 1048 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება
პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება. როგორც პრემიერმა განმარტა, აღნიშნული პრაქტიკა საშუალებას მისცემს 34 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა. ბახტაძის შეფასებით, ეს რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებაა. "34-ვე ქვეყანა არის ეკონომიკურად განვითარებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს. დღეს შეხვედრა გვექნება ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, სადაც კიდევ უფრო დეტალურად ვიმსჯელებთ ამ ისტორიულ ინიციატივაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)