|
2018-10-01 18:22:54, 1221 ნახვა
საზოგადოება
მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელოვნების განყოფილება აფხაზეთის ახალგაზრდობის შემოქმედებითი კავშირი „ახალგაზრდობა, მშვიდობა და განვითარება“-ს ორგანიზებით ვალერი არქანიას არტ-გალერეაში მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეულის დახურვის ცერემონია გაიმართა. მშვიდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი კვირეული - „მშვიდობა უდრის მომავალს“ 21 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე აფხაზეთის მთავრობისა და განათლების და კულტურის სამინისტროს სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაზე კვირეულის აქტივობებში მონაწილე ბავშვებს დიპლომები გადაეცათ. ასევე, ხანდაზმულთა დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლ „კათარზისის“ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ბესიკ ოდიშარია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი-მადლი“ ხელმძღვანელი ფლორა შენგელია, ქველმოქმედი გულიკო ორაგველიძე და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)