00:25 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-10-01 14:22:35, 1435 ნახვა

საზოგადოება
აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 500 შემთხვევას გადააჭარბა

აივ ინფიცირებულთა რაოდენობამ საქართველოში 500 შემთხვევას გადააჭარბა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფომრაციით, 2018 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით 517 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 468 შემთხვევა.

2018 წლის 1 ოქტომბრის   მონაცემებით, საქართველოში სულ რეგისტრირებულია 7283 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5445   მამაკაცია, 1838   კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  3797 პაციენტს განუვითარდა, 1477 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს  4436 პაციენტი, მატ შორის 48 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:  40.4 %  ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.0 % დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;  11.0  %  მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;  1.4 %   დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 %   სისხლის რეციპიენტია; 0.7 %  გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (2662 შემთხვევა, მათგან 89 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 924 (აქედან ზუგდიდი - 608); შემდეგ იმერეთში 906 (ქუთაისი 437); აჭარაში 818 (ბათუმი – 515); აფხაზეთში (461); კახეთში (350) ქვემო ქართლში (378); შიდა ქართლში (272); გურიაში (155); ფოთში (110); სამცხე-ჯავახეთში (102) და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია.

საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ კონსულტირება-ტესტირება  კონფიდენციალურია და უფასო. შიდსის ცენტრის მისამართია: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16, მე-8 კორპუსი. ცხელი ხაზი: 239-80-18.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics