|
2018-09-29 12:11:11, 2449 ნახვა
საზოგადოება
ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში იქნება შესაძლებელი
ტაქსების რეგისტრაცია დღეს, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურების ცენტრებში იქნება შესაძლებელი. მერიის ინფორმაციით, მსურველები რეგისტრაციას 29 სექტემბერს, 18:00 საათამდე შემდეგ სერვის ცენტრებში გაივლიან: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში არსებული სერვის ცენტრი - შარტავას ქუჩა N7 ვაკის სერვის ცენტრი - თამარაშვილის ქუჩა N10ა გლდანის სერვის ცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქუჩა N1გ ისნის სერვის ცენტრი - ნავთლუღის ქუჩა N8/1 დიდუბის სერვის ცენტრი - რობაქიძის გამზირი N2 სამგორის სერვის ცენტრი - მოსკოვის გამზირი N14 კრწანისის სერვის ცენტრი - ორთაჭალის ქუჩა N4, II სართული, საუბნო განყოფილების შენობა მთაწმინდის სერვის ცენტრი - ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N48 ჩუღურეთის სერვის ცენტრი - ზაზიაშვილის ქუჩა N2, დადიანის ქუჩა N1 (არმისული ქარვასლასთან, საუბნო განყოფილების შენობა) საბურთალოს სერვის ცენტრი - ა. მიცკევიჩის ქუჩა N29 ნაძალადევის სერვის ცენტრი - გურამიშვილის გამზირი, N16 კორპუსის მიმდებარედ „ტაქსების რეგისტრაცია 1 აგვისტოდან დაიწყო. ნებართვის აღება შესაძლებელია, როგორც ელექტრონული ფორმით, ასევე დედაქალაქის ათივე რაიონის გამგეობაში. 21 აგვისტოდან ნებართვის მიღება შესაძლებელი გახდა იუსტიციის სახლშიც. ამჟამად გაცემულია 9600-ზე მეტი ნებართვა. აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული მომსახურების განხორციელების მსურველს ნებართვის აღება შეუძლია მომდევნო პერიოდშიც, თუმცა, ნებართვის მოპოვებამდე ტაქსებს 1 ოქტომბრიდან ეკრძალებათ მომსახურების გაწევა და ნებართვის არმქონე ტაქსის მფლობელი დაჯარიმდება“, - აცხადებენ მერიაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)