|
2018-09-27 14:49:09, 2098 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - არ გვინდა არჩევნები შავი პიარის ფონზე წარიმართოს, თორემ გრიგოლ ვაშაძის ბევრი ფრაზა არსებობს, თუ როგორ უყვარს რუსეთი
„მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული - ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ „ბინძური კამპანია მიმდინარეობს“. "ჩვენ არ გვინდა, რომ შავი პიარის და კამპანიის ფონზე წარიმართოს ეს არჩევნები, თორემ იმდენი ფრაზა არსებობს გრიგოლ ვაშაძის, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით, რომ მას უყვარს რუსეთი, ის არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი, რომ არ ვიცი, ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთის განუყოფელ ნაწილს „ვირჩევთ" საქართველოს პრეზიდენტად. უბრალოდ, ჩვენ არ გვინდა ამაზე კამპანიის აგება. როდესაც კაცი გამოდის და ლაპარაკობს იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს მას რუსეთის პასპორტი ედება თუ არა ჯიბეში, მთავარია, რომ მის გულში მუდმივად რჩება რუსეთი და მას აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, იმ ქვეყნის პრეზიდენტობაზე, რომელსაც აქვს ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან, უფრო სწორად, რუსეთს აქვს ასეთი დამოკიდებულება, მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის, უბრალოდ, პარადოქსი. ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ. არ გვინდა დავემსგავსოთ მას. გესმით თქვენ სპეკულაციები სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით. გესმით აბსოლუტურად ბინძური კამპანია, მოღალატე და ა.შ. მოღალატე, თავისი არსით, არის ის, ვისაც გულში აქვს მტრული სახელმწიფოს სიყვარული. ეს არის, ამ შემთხვევაში, გრიგოლ ვაშაძე. უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვინდა. გვინდა, რომ ცივილიზებული, ევროპული ტიპის კამპანია წარვმართოთ. არ გვინდა, დავემსგავსოთ გრიგოლ ვაშაძეს, „ევროპულ საქართველოს", „ნაციონალურ მოძრაობას" - ამ, აბსოლუტურად, მარგინალურ პოლიტიკურ ძალებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)