|
2018-09-17 19:50:13, 2158 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: რუსეთმა ჩვენი მოსახლეობა საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნა - ეს ძალიან მტკივნეული გამოწვევაა
რუსეთი არის ოკუპანტი, აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია და ჩვენი მოსახლეობა გამოდევნა თავისი ოჯახებიდან, საკუთარი მიწა-წყლიდან და ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა არჩევანი და ამის შესახებ განაცხადა, ისევე, როგორც არაერთხელ განმარტა საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პრემიერის შეფასებით, ოკუპაცია არის ძალიან მძიმე გამოწვევა, რომელთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა. "ჩვენ რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდეთ, აუცილებელია, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ჩვენი მეგობრების ძალისხმევის კონსოლიდაცია. თქვენ ხედავთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ეს არის ძალიან მტკივნეული გამოწვევა და სწორედ თანაბარი, მიზანმიმართული და სწორი პოლიტიკით შევძლებთ, დავძლიოთ ეს ოკუპაცია, შევძლებთ, რაც უკვე გავაჟღერეთ, რომ ჩვენი ერთადერთი არჩევანი გახლავთ მშვიდობა და განვითარება, სწორედ ამ გზით მოვახდინოთ საქართველოში ამ კონფლიქტების გადაჭრა. ჩვენი ინიციატივა, რომლის სახელწოდებაა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", არის ყველაზე კარგი დემონსტრირება იმისა, რა განწყობა აქვს საქართველოს მთავრობას და ჩვენ ამ სტრატეგიაში სრული მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან. მინდა, კიდევ ერთხელ დავუბრუნდე იმ ფორმულას, რატომ გავაკეთეთ ჩვენ ეს არჩევანი. ჩვენი არჩევანია საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ჩვენი შეუქცევადი არჩევანია დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, აქცეტის გაკეთება ინსტიტუტების მშენებლობაზე და არა პერსონალიებზე, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკაში არსებობდა. ვფიქრობ, ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში, რა თქმა უნდა, გვაქვს ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)