14:34 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-14 11:45:56, 1490 ნახვა

კომენტარი
ბატიაშვილი: განათლების რეფორმა სკოლებში მოსწავლეების კომპლექსური აზროვნების განვითარებას უზრუნველყოფს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების სისტემის რეფორმის წარდგენისას განსაკუთრებული ყურადღება სკოლების რეფორმირებას დაუთმო. 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, შემოქმედებითობის, იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც მათ მუდმივ ცვალებად და სწრაფად განვითარებად სამყაროში წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.

„გააზრებული სწავლა-სწავლების კულტურა, მოსწავლის პიროვნული განვითარება, როგორც სკოლის მთავარი საზრუნავი, მოსწავლის მზადება სწრაფად ცვალებადი სამყაროსთვის, შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნება, ინკლუზიურობა, ეროვნული და კულტურული ფასეულობები, ინოვაცია და ტექნოლოგიები, როგორც ცოდნის შეძენისა და გაზიარების ინსტრუმენტი, უპირობო პოზიტიური და უსაფრთხო გარემო - ეს არის ის პრინციპები, რასაც ახალი სკოლის მოდელი უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა მინისტრმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics