14:18 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-09-10 11:37:40, 1122 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე

ახალი საბაჟო კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპული საბაჟო კოდექსი ითვალისწინებს გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, ხელს შეუწყობს მარტივი და სამართლიანი წესების დამკვიდრებას საბაჟო სფეროში, სტაბილურ ბიზნესგარემოს და კერძო სექტორისთვის შეამცირებს საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს.

„კერძო სექტორისა და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შეიქმნება ღია საკომუნიკაციო პლატფორმა, სადაც შესაძლებელი იქნება წინადადებებისა და შენიშვნების გაზიარება, გარდა ამისა,  საჯარო განხილვების ფორმატში გაიმართება შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ყველა მიზნობრივ ჯგუფთან, რომელზეც მოხდება საბაჟო კოდექსის პროექტის განხილვა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით,  მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს მიზანია, საბაჟო კოდექსის მიღება მოხდეს ფართო კონსენსუსისა და საჯარო განხილვების საფუძველზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics