|
2018-09-06 15:07:51, 1229 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - დღგ-ს დაბრუნების რეფორმით წელს ქართულ ეკონომიკაში ნახევარ მილიარდ ლარამდე თანხის დაბრუნებას ვგეგმავთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქართველ მეწარმეებს დღგ-ს დაბრუნების სისტემაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს. როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნული რეფორმით წელს ქართული ბიზნესისთვის ნახევარ მილიარდ ლარამდე ოდენობის თანხის დაბრუნება იგეგმება. პრემიერის ინფორმაციით, იმ ძალიან მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა დღგ-ს დაბრუნების სისტემა, მთავრობის მიერ 1-ლი იანვრიდან დაწყებული მნიშნელოვანი რეფორმით, დღემდე კერძო სექტორისთვის დაახლოებით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული. „მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები. სამწუხაროდ, წინა ხელისუფლების მმართველობის პირობებში ქართულ ბიზნესს ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს დღგ-ს დაბრუნების პროცედურებთან დაკავშირებით, რადგან დღგ-ს დაბრუნება პირდაპირ კავშირში იყო საწარმოში ან საგადასახადო ორგანოების, უმრავლეს შემთხვევაში კი - ფინანსური პოლიციის შესვლასთან. ეს იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, რომელმაც ქართული ბიზნესი ძალიან დააზარალა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურმა ქართველ მეწარმეებს მეტი აქტიურობისა და განაცხადების შევსებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ დღგ-ს დაბრუნების პროცესი ძალიან მარტივი, კომფორტული და მეგობრულია. „მესმის, რომ წარსულის გამოცდილება ამ ნაწილში ძალიან მძიმეა, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი, სამართლიანი თამაშის წესები. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ქართულ ბიზნესს, მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში. ჩვენი ამოცანაა, წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ ქართულ ეკონომიკაში“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)