|
2018-09-05 11:36:09, 954 ნახვა
კომენტარი
გურიაში თხილის ძირითადი ნაწილი სოკოვანი დაავადებების შედეგად არის დაზიანებული
სოფლის მეურნეობის სპეციალისტებმა გურიაში თხილნარის ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეამოწმეს. ლაბორატორიული ანალიზების შედეგად, თხილის დიდი ნაწილი სოკოვანი დაავადებების (ფომოფსისი, კიბო, ნაცარი, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ციტოსპოროზი, ვარდისფერი ობი, ფუზარიოზი) შედეგად არის დაზიანებული. კვლევები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტებში ერთობლივად მიმდინარეობდა. ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გურიის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებმა მავნე ორგანიზმებით დაზიანებული თხილის ნიმუშები ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სოფლების ფერმერთა ნაკვეთებიდან აიღეს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტებმა შეუწამლავი და შეწამლული თხილის მოსავალი ერთმანეთს შეადარეს. შედეგების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული ფენოკალენდარული სქემის მიხედვით შეწამლული თხილის ბაღებში მოსავლის 84% საღია, ფაროსანათი დაზიანებული - 3%, სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული კი 9%-ია. შეუწამლავ ბაღებში თხილის მხოლოდ 8%-ია საღი, 66%-სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული, 6% - ფაროსანათი მიყენებული ზიანია. იმ ფერმერებმა, ვინც თხილის ბაღების შეწამვლისას სპეციალისტების რჩევები არ გაიზიარეს, თხილის მოსავლის მხოლოდ 22% საღი, 6% ფაროსანათი, 60% კი სოკოვანი დაავადებებით დაზიანებული მიიღეს. სპეციალისტების განცხადებით, პრობლემებია თხილის ბაღებშიც, სადაც დარღვეულია თხილის მოვლა-მოყვანის და სხვლა-ფორმირების წესები. მიღებული კვლევების შედეგად, სოფლის მეურნეობის სპეციალისტების მიერ შემუშავდა კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც ფერმერებს დაურიგდებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში სპეციალისტები აქტიურად აგრძელებენ ფერმერებთან შეხვედრებს და კონსულტაციების გაწევას.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)