|
2018-09-04 19:42:28, 982 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - ვერ შევთანხმდებით ამ დასკვნაზე იმიტომ, რომ ეს რეკომენდაცია პირდაპირ პოლიტიკურ სახეს ატარებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაგზავნილი, საქმის გამომძიებლის - ირაკლი ფიფიას სატელეფონო ამონაწერი წარადგინა. მისი განცხადებით, ამ ამონაწერში კარგად ჩანს თუ რა ინტენსივობით უკავშირდებოდა გამომძიებელი საქმის ფიგურანტებსა და მათ ოჯახებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, რეკომენდაციები ტენდენციურია და პოლიტიკურ სახეს ატარებს. „აქ არის ბატონი ირაკლი ფიფიას გვარი, ასევე, ამ ადამიანთან დაკავშირებით ითხოვთ გამოძიების დაწყებას. აი, შემოსულია აგერ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი, ეს არის ბატონი ირაკლი ფიფიას სატელეფონო საუბრების ამონაწერი. მე შეგახსენებთ, თქვენ მას ედავებოდით ჯერ კიდევ კომისიაზე, რომ ის უკავშირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ მ.კ.-ს ოჯახის წევრებს და ამის საფუძველზე, თითქოს დასაბუთებული ეჭვი გქონდათ, რომ ის გარკვეულ წინასწარ შეთანხმებას ახდენდა მ.კ.-ს ოჯახთან იმ მიზნით, რომ გამოძიების მიმდინარეობაზე ზემოქმედება მოეხდინა. გახსოვთ, მაშინ მინისტრი დაგპირდათ და აი, შემოსულია კომისიაში ოფიციალური განცხადება, სადაც ბატონი ფიფიას სატელეფონო ამონაწერებში ჩანს, რომ მას უფრო მეტი თუ არა, არა ნაკლები სატელეფონო კონტაქტები ჰქონდა ამ საქმეში ფიგურანტ სხვა ოჯახებთან და მათ მშობლებთანაც. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც მეექვსე რეკომენდაციაში ჩაწერეთ ირაკლი ფიფიას გვარი და ამ ადამიანის წინააღმდეგ ითხოვთ გამოძიების დაწყებას. მე აღარ გავყვები დანარჩენ მაგალითებს, მაგრამ ეს ორი მაგალითი აჩვენებს თუ როგორი ტენდენციური არის მეექვსე რეკომენდაცია, ეს არის ტენდენციური რეკომენდაცია. და მე ვფიქრობ, მეგობრებო, რომ მე-6 რეკომენდაცია არის ერთ-ერთი ის რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ თუ არ შევთანხმდით, რომ აქ ახალ უსამართლობას ხომ არ ვაკეთებთ, ძველი უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედების დევიზით?! - ვერ შევთანხმდებით ამ დასკვნაზე იმიტომ, რომ ეს რეკომენდაცია პირდაპირ პოლიტიკურ სახეს ატარებს და ეს არის პრაქტიკულად ერთი ხელის მოსმით მთელი საგამოძიებო ორგანოების, ხელმძღვანელი პირების და ძირითადი წარმმართველი პირების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნა. ისე, აი ასეთი დაუსაბუთებელი... დაუსაბუთებლად არის აქ ადამიანის გვარები მოხვედრილი. მათ შორის სხვებიც შემიძლია გითხრათ, ის ადამიანებიც არის აქ მოხვედრილი რომლებმაც პირიქით ხელი შეუწყვეს გამოძიებას, ისეთიც არის მოხვედრილი, რომლებმაც გითხრათ, რომ მას უშუალოდ არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული დაგეგმვაში. ანუ ეს რეკომენდაცია პირდაპირ არის პოლიტიკური რეკომენდაცია და პოლიტიკური მითითების მიცემა თქვენი მხრიდან საგამოძიებო ორგანოების მიმართ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ ეს არის ის რეკომენდაცია რომელზეც ჩვენ შეთანხმებას თუ ვერ შევძლებთ ამ სახით, ჩვენი აზრით ვერ აისახება იმ დასკვნაში რომელსაც პლენარული სხდომა უყრის კენჭს. იმიტომ რომ ეს არის ცალსახად პოლიტიკური და ტენდენციური რეკომენდაცია. აგერ არის კონკრეტული ფაქტები, მოგიყვანეთ და მე ვფიქრობ თქვენც უნდა გაგემახვილებინათ ამაზე ყურადღება. მითუმეტეს, როდესაც მინისტრი აქ ბრძანდებოდა, ერთ-ერთი პრეტენზია რაც თქვენ გქონდათ, იყო სწორედ სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)