|
2018-09-03 18:42:12, 1043 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გვაქვს უფლება, საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ, რასაც თქვენ აქ ახდენთ
„ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში მტკიცებულებების გარეშე, აზრების დემონსტრირებით, რასაც თქვენ აქ ახდენთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოახანაშვილმა ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებს. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში ბევრი ხარვეზია: „ჩვენ დავწერეთ დასკვნა, სადაც ძალიან ბევრი საკითხია გაჟღერებული, ხარვეზები გვაქვს დადგენილი და ამ ხარვეზებზე გაცემული გვაქვს კონკრეტული მკაცრი რეკომენდაციები. თქვენ ახსენეთ, რომ სახალხო დამცველსაც აქვს რეკომენდაციის გაცემის უფლებამოსილებაო. მე შემიძლია თქვენ გაჩვენოთ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია და თქვენ თუ ნახავთ, რომ სახალხო დამცველს მითითებული აქვს კვალიფიკაცია, დევნის დაწყების შესახებ მოწოდება, მაშინ ჩემს სიტყვებს წავიღებ, მაგრამ ამას ვერ მეტყვით. ამიტომ, არასწორია ამითი აპელირება. არ გვინდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ასე რომ, სახალხო დამცველთან მიმართებაში პარალელის გავლება, რომ თურმე ის გასცემს დევნაზე რეკომენდაციებს, არის აბსურდი. ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა და ძალიან დეტალურად გეტყვით იმ ხარვეზებზე, რომლებიც დავადგინეთ. მაგრამ ჩვენ ეს დავადგინეთ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ობიექტურად და ამას წარმოვადგენთ და საზოგადოებაც და თქვენც ნახავთ. თქვენ მიერ გაცემულ რეკომენდაციას ისევ ეთანხმებით თუ არა, მ.კ.-სთან მიმართებაში როგორც გაეცით? რეკომენდაციაში გიწერიათ, რომ თქვენ მოითხოვეთ მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობის ფაქტზე. რეკომენდაციაში გიწერიათ თანამონაწილეობის ფაქტზე. დასკვნა, რომელიც წარმოადგინეთ, პროექტი, რეკომენდაციას ციტირებთ და გააქრეთ ის, რომ თანამონაწილეობაზე გაქვთ რეკომენდაცია. დასკვნაში თუ ცვლით ამას, მაშინ კეთილი უნდა ინებოთ და დასკვნაში მიუთითოთ, რომ ეს შეიცვალა. როდესაც თქვენ საუბრობთ კონკრეტული პირის ჯგუფურ მკვლელობაზე, პირს, მე რომ პასუხისგებაში მივეცი თანააღმსრულებლობისთვის, ან თქვენ, ან სხვამ, იმას უნდა ჰქონდეს ერთი განზრახვა, რომ ჩაიდინოს კონკრეტული ქმედება იმ პირთან ერთად, ვინც ამას სჩადის, და მეორე, უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ანუ მე რომ კონკრეტული ქმედება ჩავიდინე კონკრეტული პირის მიმართ, კონკრეტულ შედეგში უნდა იყოს რეალიზებული. აი, ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი, ფუნდამენტური, იურიდიული საკითხი, რომლებსაც ბაკალავრიატის სტუდენტებს ასწავლიან პირველ-მეორე კურსზე. იმაზე კი არ უნდა ისაუბროთ, არაპირდაპირი მტკიცებულებების მოშველიებაზე, უნდა ისაუბროთ კონკრეტულ იურიდიულ მიზეზ-შედეგობრივ საკითხებზე. არის შედეგობრივი კავშირი? არის ორმაგი განზრახვა? თუ ეს არის, მაშინ გეთანხმებით და დაგეთანხმებით, რომ უნდა ვიფიქროთ კონკრეტული პირის მიმართ კონკრეტული გამოძიების წარმართვაზე, ოღონდ არა სისხლისსამართლებრივი დევნის წარმართვაზე და საგამოძიებო ორგანოს ფუნქციის მორგებაზე. ეს არის ჩემი პასუხი არაობიექტურად წარმოჩენილი საკითხების მიმართ. თქვენ ჩამოთვალეთ ზოგიერთი საკითხი და თქვით, რომ არის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც არ ჩატარდა და დაგვიანებით ჩატარდა. ამას მეც ვადასტურებ, ეს დავწერეთ და ვწერთ ჩვენს რეკომენდაციებშიც, თუმცა ჩვენ არ გვაქვს უფლება, საზოგადოება შევიყვანოთ შეცდომაში, მტკიცებულებების გარეშე, აზრების დემონსტრირებით, რასაც თქვენ აქ ახდენთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)