|
2018-09-03 16:42:04, 1000 ნახვა
კომენტარი
გია აბაშიძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრირების განვითარებაში ლომის წვლილი ცესკო-ს დღევანდელ ადმინისტრაციას მიუძღვნის
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველო საარჩევნო დემოკრატიის თვალსაზრისით უკანასკნელი წლების განმავლობაში შთამბეჭდავ პროგრესს განიცდის. ამის შესახებ ანალიტიკოსმა საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩების მიერ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებეული შეფასებების და გამოთქმული მოსაზრებების კომენტირებისას განაცხადა. ანალიტიკოსის თქმით, "ჩვენი მეგობრებისა და გულშემატკივრების აზრი ყოველთვის საინტერესოა". "წესისამებრ, ყოფილი დიპლომატები კარიერას განაგრძობენ ავტორიტეტულ და გავლენიან ანალიტიკურ ცენტრებში, think tank-ებში, სადაც სხვა აქტივობებთან ერთად, ხდება მათი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების შემუშავებაც. ამერიკელების აზრით, და ეს აზრი მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არის გამოხატული, რომ საარჩევნო დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველომ სწორედ უკანასკნელი წლების განმავლობაში განიცდის შთამბეჭდავ პროგრესს! პროგრესი, რომ სახეზე, ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია დარწმუნდეს ამაში და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ პოზიტიურ განვითარებაში ლომის წვლილი ცესკოს დღევანდელ ადმინისტრაციას და უშუალოდ თამარ ჟვანიას მიუძღვნის! ამ პროცესზე დაკვირვება და საქართველოს რაც შეიძლება სწორი მიმართულებით წასვლა მათ ინტერესსა და დღის წესრიგშია. მეორე, რაც საგულისხმოდ მომეჩვენა, ესაა ბატონი უილიამ კორტნის აზრი, რომ პო¬ლი¬ტი¬კუ¬რი პარ¬ტი¬ე¬ბის ცალ¬კე¬უ¬ლი პი¬როვ¬ნე¬ბე¬ბის გარშე¬მო გა¬ერ¬თი¬ა¬ნე¬ბა ანა-წევ¬რებს პო¬ლი¬ტი¬კურ სპექტრს. მე ვისურვებდი, რომ ამერიკის ყოფილი ელჩის ეს მოსაზრება არ დარჩეს მოსაზრებად და ის გაითვალისწინონ ადრესატებმა. ეს ხომ როგორც ამერიკელი მეგობრების, ასევე ჩვენი სახელმწიფოს საერთო ინტერესია - ძლიერი, ცნობადი და წონადი პარტიები პოლიტიკურ ასპარეზზე. ამერიკის ყოფილი ელჩების მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების კომენტირებისას ანალიტიკოსი ამბობს, რომ "ეს არ არის კრიტიკა, ეს არის მეგობართა რჩევა-რეკომენდაციები" "მოდით ვთქვათ ასე: ეს არაა კრიტიკა, არ შემიძლია ამის ასე აღქმა. ეს გახლავთ მეგობართა და მოკავშირეთა რჩევა-რეკომენდაციები არსებული მაღალი სტანდარტის, და ეს აღიარებულია წინა არჩევნებზე საერთაშორისო დასკვნებით, შენარჩუნებასა და კიდევ უფრო ამაღლებაზე. შესაძლოა, ამერიკელ ანალიტიკოს ჯენსენსს არ მიაჩნია მართებულად, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერა. მერწმუნეთ, ამაზე ერთსულოვნება არა მხოლოდ ამერიკელ, არამედ ჩვენ ევროპელ პარტნიორებშიც არაა. ზოგს ეს სწორ ნაბიჯად მიაჩნია, ზოგს არა. უმთავრესია, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმაზე მეტი ხარისხით, რაც აქამდე მიგვიღწევია და ავირჩიოთ ევროატლანტიკოსი პრე¬ზი¬დენ¬ტი, რომელიც განუხრელად დაიცავს კონსტი¬ტუ¬ცი¬უ¬რ ბა-ლან¬სს ძა¬ლა¬უფ¬ლე¬ბის შტო¬ებს შო¬რის", - განაცხადა გია აბაშიძემ.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)