|
2018-09-03 14:33:05, 1028 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე საგამოძიებო კომისიას: რასაც თქვენ და „რუსთავი 2“ ერთ ხმაში ეუბნებით საზოგადოებას, არის სიცრუე
„ის განცხადებები, რომლებიც თქვენი მხრიდან კეთდებოდა, არის ძალიან არაკოლეგიალური, არის უსამართლო. ის რასაც თქვენ და „რუსთავი 2“ საზოგადოებას ერთ ხმაში ეუბნებოდით, რომ თითქოს ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ კომისიის საქმიანობას, არის სიცრუე“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ მცირე დროის მიუხედავად, მოამზადა ალტერნატიული დასკვნა, რომელი კომისიის სრულ შემადგენლობას დღეს წარედგინება. „დღეს, როგორც ვნახეთ იმ პროექტში, რომელიც თქვენ მოამზადეთ, კიდევ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები უკვე მესამედ თუ მეოთხედ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დასკვნის მომზადება ამ რეჟიმში, რომ თან ჩვენ მოკლე დრო დაგვითმეთ გვემუშავა პროექტზე და თან კიდევ პროცესში ცვლით ამ ყველაფერს არ გამოვა. ახლა, როცა ცხრაჯერ შეიცვალა დასკვნა და პლუს გვიწევს ამ რეჟიმში მუშაობა, მიგვაჩნია, რომ დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მოვამზადეთ დასკვნის პროექტი, ჩვენ მზად ვართ და დღეს წარმოვადგენთ დასკვნის პროექტს კომისიის საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით, მზად ვართ განვიხილოთ ეს პროექტი და შემდგომში ასევე ვგეგმავთ, რომ პროექტი გადაეგზავნოს პლენარულ სხდომას. რაც შეეხება თქვენს პროექტს გვაქვს გარკვეული შენიშვნები, მიგვაჩნია, რომ უკიდურესად პოლიტიზირებული დასკვნაა და ასევე, მინდა მივმართო კომისიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც თქვენ თითოეულ კოლეგას, ის განცხადებები, რომლებიც ბოლო ორი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, თქვენი მხრიდან კეთდებოდა, მიგვაჩნია, რომ არის ძალიან არაკოლეგიალური, არის უსამართლო და მეტსაც გეტყვით, არის სიცრუე, ის რასაც საზოგადოებას თქვენ და „რუსთავი 2“ ერთ ხმაში ეუბნებოდით, რომ თითქოს ჩვენ ბოიკოტი გამოვუცხადეთ კომისიის საქმიანობას“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)