|
2018-08-31 17:54:36, 1383 ნახვა
კომენტარი
უსუფაშვილი: ვისურვებდი, ექს-პრეზიდენტები, ექს-პრემიერები, ვადის ამოწურვის შემდეგ კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ
„ვისურვებდი, რომ ზოგადად, ექს პრეზიდენტები, ექს პრემიერები თანანმდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ, კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ“, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა. იგი გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „მე გიორგი მარგველაშვილის ორიოდე თვის წინ მივმართე საჯაროდ და შევთავაზე ერთად გაგვეგრძელებინა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და შემდგომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც. როგორც იცით, გიორგი სხვა პოზიციაზე აღმოჩნდა, მე ამის თაობაზე საჯაროდ მოგახსენეთ, ის რომ მან ამოწურა თავისი საპრეზიდენტო პოტენციალი, მაგრამ აგრძელებს სამსახურს სამშობლოსთვისა და ქვეყნისთვის. მე ვისურვებდი, რომ ზოგადად, ექსპრეზიდენტები, ექსპრემიერები კერძო ცხოვრებას არ უბრუნდებოდნენ თანანმდებობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება ბევრი გამოცდილი ადამიანი, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტიც, ყოფილი პრემიერიც, ყოფილი პარლამენტის თავჯდომარეც, ჩვენ გვჭირდება აქტიური, ავტორიტეტული ადამიანები, რომელსაც სკამი და თანანმდებობა კი არ ქმნის, არამედ საქმე და ავტორიტეტი. მაგრამ გიორგიმ გადაწყვიტა ის რაც გადაწყვიტა, მე არ მგონია, რომ ჩვენ გიორგი უნდა დაგვენახა რაღაც ინსტრუმენტი მეორე ტურის მომწიფების, თუ მესამე ტურის მომწიფების, ფაქტია, რომ საარჩევნო კამპანია არის უკვე აქტიურ ფაზაში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)