|
2018-08-30 17:34:17, 1235 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: ბინადრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული
აბსოლუტურად ვიზიარებ და მხარს ვუჭერ თბილისის მერის და ჩემი კოლეგების ინიციატივას საქართველოში ბინადრობის ნებართვის აღების გართულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ცვლილებები, საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზეა მორგებული. „ამ ძალიან საჭირო და დროული ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ასაღებად 35 000 აშშ დოლარის ნაცვლად, დასჭირდება 100 000 აშშ დოლარზე მეტი უძრავი ქონების შეძენა. ამის გარდა უცხოელი, ქონების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ბინადრობის უფლებას საერთოდ დაკარგავს. ამავე დროს ხუთწლიანი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში უნდა განახორციელოს მინიმუმ 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მისი წლიური ბრუნვა მინიმუმ 120 000 აშშ დოლარს უნდა შეადგენდეს. ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, მორგებულია საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებზე, რაც ამ კანონის უმთავრესი დადებითი მხარეა. კანონპროექტის შესაბამისად, აღმოიფხვრება კანონში დღემდე არსებული ხარვეზები, რომლებიც იძლეოდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სხვადასხვა მანიპულაციის შესაძლებლობებს - მათ თავისუფლად შეეძლოთ რამდენიმეჯერ დაეფიქსირებინათ ერთი ბინის გადაყიდვა უცხო ქვეყნის სხვა მოქალაქეებზე და ამით ეძლეოდათ საშუალება ბინადრობის უფლება მოეპოვებინათ რეალურად ბინის შეძენის გარეშე. ცვლილებებით ეს ხარვეზებიც მთლიანად აღმოიფხვრება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)