|
2018-08-30 15:12:17, 890 ნახვა
კომენტარი
მაჭავარიანი: საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება
საქართველოსა და აზერბაიჯანის საერთო დღის წესრიგია სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტი საინტერესოდ მიმდინარეობს და დღის განმავლობაში დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა. „მთავარი საკითხი, რაც ეკონომიკური ბლოკის ნაწილში გვაქვს, ეს არის ვაჭრობის გაღრმავება. საგარეო ვაჭრობის კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორები ვართ, თუმცა გვსურს ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ. გვინდა, თანაბარი თამაშის წესები დავამკვიდროთ ორივე მხარეს, რათა არ იყოს შეზღუდვები რამე ტიპის პროდუქციაზე, თუ სადმე არის დისბალანსი, გავასწოროთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენს შორის სავაჭრო ურთიერთობები. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. ჩვენი ქვეყნების ჩართულობით ორი ძალიან მსხვილი პროექტი უკვე განხორციელდა - ეს იყო ჯერ ნავთობსადენი, შემდგომში კი, რკინიგზა, რაშიც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერიოზულად იყო ჩართული თავის დროზე", – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში არსებული პოზიტიური დინამიკაც. „ჩემი, როგორც ფინანსთა მინისტრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემაა, სავაჭრო ურთიერთობები და იმ დისბალანსის გასწორება, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს. მაგალითად, სასმელებზე არის განსხვავებული დაბეგვრის რეჟიმი, ასევე, პირველადი მოხმარების საგნებზე", – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)