|
2018-08-29 14:36:34, 1368 ნახვა
კომენტარი
კოტე მორგოშია: კაშიას მიმართ პროტესტს გამოვხატავთ - თუ დამაკავებენ, უარესს მიიღებენ
„ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1000 კაცი, მივა 10000, ეს არის და ეს“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა კოტე მორგოშიამ ჟურნალისტებს შსს-ში შესვლამდე განუცხადა. იგი უწყებაში გამოკითხვაზე ფეხბურთელ გურამ კაშაის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს. „არ განუმარტავთ, რაზე ვართ დაბარებული, როგორც მითხრეს ჟურნალისტებმა გურამ კაშიას თემასთან ვარ დაბარებული, რაღაცა თითქოს მუქარის შემცველი ტექსტიაო, რომელიღაცა თქვენს პოსტშიო. მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად, ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არანაირად არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. ჩვენ პროტესტს გამოვხატავთ და თავისთავად ცხადია, სულ რომ დამაკავონ, უარესს მიიღებენ, პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ, თუ უნდა მისულიყო პროტესტის სათქმელად 1000 კაცი, მივა 10000 ეს არის და ეს, დანარჩენი მაგათი გადასაწყვეტია. ახლა მაგ თემით რომ პოლიციაში დამიბარეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ ვიზამ“, - განაცხადა კოტე მორგოშიამ. შეგახსენებთ, შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო, გურამ კაშიამ Facebook-ის საკუთარი გვერდი წაშალა, ხოლო ინსტაგრამის ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)