|
2018-08-17 15:58:07, 1314 ნახვა
კომენტარი
დავით ბაქრაძე: ლარის გაუფასურების გამო, უახლოეს პერიოდში შეიძლება პური გაძვირდეს
„ლარის კურსის გაუფასურება მოსახლეობისთვის ის მტკივნეული თემაა,რომლის გამოც გაეზარდათ კომუნალური და ბანკის გადასახადები, გაუძვირდათ საკვები პროდუქტი და მედიკამენტები“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებას, რომლის თქმითაც, ეროვნული ვალუტის კურსის მერყეობა ქვეყანაში სერიოზულ პრობლემებს არ ქმნის. ბაქრაძემ ლარის კურსის გაუფასურების შედეგებზე ისაუბრა და მთავრობის ეკონომიკური გუნდი გააკრიტიკა. „ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ დადგა იმ პრობლემის წინაშე, რაც უკავშირდება ლარის კურსის დაცემას ვალუტის არასტაბილორობას. მთელი ამ დღეების განმავლობაში ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია კომენტარი რის გაკეთებას და როგორ აპირებს, დაეხმაროს მოსახლეობას, რომელიც ყოველდღიურად ზარალდება ლარის კურსის გაუფასურებისგან. დღეს მთავრობის სხდომაზე მოვისმინეთ ეკონომიკის მინისტრის პირველი კომენტარი, რომელიც ცდილობს ხალხს აუხსნას, რომ ლარის კურსის ცვალებადობა და მერყეობა არის კარგი და წინააღმდეგ შემთხვევაში თუ გაუფასურდებოდა თურქული ლირა და არ გაუფასურდებოდა ქართული ლარი, ეს იქნებოდა ცუდი და ამიტომ ლარის კურსის გაუფასურება არის დამცავი ბალიში ქართული ეკონომიკისთის. მინდა პატივცემულ მინისტრს და მთვარობის წევრებს შევახსენო, ლარის კურსის მერყეობა, ლარის კურსის გაუფასურება არის ის მტკივნეული თემა, რომლის გამოც მოსახლეობას გაეზარდა კომუნალური გადასახადი, ბანკის გადასახადი, ძვირდება საკვები პროდუქტები და მედიკამენტები და უახლოეს პერიოდში შეიძლება მოხდეს პურის გაძვირება. არასტაბილურობა არის ის საკითხი, რომელიც ყველაზე დიდი ზიანის მომტანია ბიზნესისთვის, რადგან არ არსებობს არანაირი პროგნოზი და ბიზნესს უჭირს ხვალინდელი დღის დაგეგმვა. ლარის კურსის ვარდნა არის უზარმაზარი პრობლემა მოსახლეობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის, ამიტომ ამ პრობლემას სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მას გადაჭრის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)