|
2018-08-09 11:44:52, 1189 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის კანდიდატურას
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ აკონკრეტებს, დაუჭერს, თუ არა მხარს "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებზე. ბახტაძის განმარტებით, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს. "„პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ ჩვენ, ჩვენი პარტიული კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე არ გვეყოლება. მე წინა ბრიფინგზე განვმარტე და ისიც გითხარით, რომ საკმაოდ ინტენსიური დიალოგი და კონსულტაციები მიმდინარეობდა გუნდის შიგნით ამ საკითხზე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო - რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ორი მიდგომა. პირველი არის ის, რომ ნებისმიერმა პარტიამ, პოლიტიკურმა ძალამ უნდა მიიღოს პოლიტიკურ არჩევნებში მონაწილეობა და სწორედ ეს არის მისი დანიშნულება, მაგრამ ამასთან ერთად არსებობდა ძალიან ბევრი არგუმენტი და მთავარი არგუმენტი გახლავთ ის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის და საპარლამენტო რესპუბლიკის ჩამოყალიბება. შესაბამისად, საქართველოში ჩვენ გვაქვს სწორედ ასეთი კონსტიტუცია. ამასთან ერთად, „ქართულ ოცნებას“ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და მაშინ, როცა ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი შესაძლებელია იყოს არაპარტიული მოქალაქე, ნეიტრალური, ხშირ შემთხვევაში დამბალანსებელი, აქედან გამომდინარე არსებობდა მეორე მიდგომა, რომ ხომ არ აჯობებს ქართული დემოკრატიისთვის, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისთვის, დომინანტ პოლიტიკურ ძალას არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რომელსაც აქვს საპარლამენტო უმრავლესობა. ამაზე გვქონდა შიდა კონსულტაციები და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩავთვალეთ, რომ ეს მიდგომა, რომელიც აღვნიშნე, იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად უსვამს ხაზს ჩვენს მთავარ ფასეულობას და მთავარ პრინციპს, რომ საქართველოში უნდა ავაშენოთ ევროპული ტიპის დემოკრატია. ასეთი ტიპის დემოკრატიის მშენებლობისთვის, ეს გადაწყვეტილება იყო უკეთესი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. კითხვაზე - როგორ შეაფასებდა პრემიერ ზურაბიშვილის განცხადებებს, რომლის თანახმადაც პრეზიდენტობის კანდიდატი აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა, ბახტაძემ შეფასებისგან თავი შეიკავა. "ამ ეტაპზე ჩვენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ამიტომ ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ განცხადებას", - დასძინა მამუკა ბახტაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)