|
2018-08-03 15:29:58, 964 ნახვა
კომენტარი
გახარია: მოზარდების მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, აქედან 8 პატიმრობაშია
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა კომისიის უმცირესობის და საპარლამენტო უმრავლესობის კითხვებს უპასუხა. შს მინისტრის თქმით, საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, 8 ამ ათი ადამიანიდან არის პატიმრობაში. „გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გამოწვევები მართლა არის. რეალურად დღეს კრიმინალურ პოლიციაში სპეციალიზაცია როგორც ასეთი არის გაუქმებული, რაც გასაკეთებელია და რასაც რა თქმა უნდა გავაკეთებთ. მე ასევე შემიძლია დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან ვთქვა, რომ გარკვეულ ქმედებებს ალბათ გავაკეთებდი, მაგრამ მე ამას ვამბობ დღეს და აი აქედან. იმ ცოდნით ვერც ერთ შემთხვევაში, მე მაშინ იქ ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას და აბსოლუტურად სწორი ვიქნებოდი ამაში, რომ იმ ადამიანების პროფესიული კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ დაგვეყენებინა კი არა, იქ რომ ჩავრეულიყავით ისე უხეშად, რომ რაღაც მითითებები მიგვეცა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი გადმოსახედიდან დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც დამეთანხმებიან და ალბათ ის რომ გაეთვალათ ამას რა მოჰყვებოდა შემდგომ, ბევრ რაღაცას გააკეთებდნენ. იმ დამატებითი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი გამოძიების ფარგლებში გამოჩნდა, ალბათ იქ კიდევ ბევრ რაღაცას შევასწორებდით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ცოცხალი პროცესი და სწორედ ამიტომ, როდესაც ნათელი გახდა გამოძიებისთვის, 27 დეკემბერს გამოძიებამ მიმართა პროკურატურას თხოვნით და გამოიყო იქიდან 2 საქმე, იმიტომ რომ, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ არსებობს რისკი, ამ საქმესთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ახალი მოვლენები, ფაქტორები, რომლებმაც ამ საქმის საბოლოო შედეგზე შესაძლოა იქონიოს ზეგავლენა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ამ საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 10 ადამიანი, 8 ამ ათი ადამიანიდან არის პატიმრობაში და 3 არის გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაკავებული,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)