|
2018-08-03 13:21:48, 980 ნახვა
კომენტარი
გიორგი გახარია: ასე თუ გავაგრძელეთ, კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდება
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იკითხებიან, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომისიის უმრავლესობასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კომისიის წევრი ელენე ხოშტარია დაინტერესდა იქონია თუ არა ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე მირზა სუბელიანმა გავლენა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ ს „კომისიის დასკვნას ელოდება" და ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია. მან კომისიის წევრებს გამოკითხვაზე დაბარებული გამომძიებლების შესახებ ჰკითხა და ამ საკითხზე საუბრისას ელენე ხოშტარიას მიმართა - „ასე თუ გავაგრძელეთ, კომისიის მუშაობის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდება" ,- თქვა გახარიამ. გახარიას განმარტებით, გამომძიებელ ფიფიას გარდა, კომისიას სხვა გამომძიებლებიც უნდა დაეკითხა. "შეკითხვა მაქვს თქვენთან: კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ: ბატონი ფიფია, ბატონი ხუფენია, ბატონი ცაგურია, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩამოთვლილი ადამიანები არიან ოფიციალური გამომძიებლები ამ საქმის. თქვენ ამ ადამიანებიდან დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ფიფიას და მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულეწლოვანთა საქმეების გამოძიებაში. ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე. ჩემი უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას მე როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ კომისიას დაასრულებთ და არა ახლა, ასეთი დისკუსიის რეჟიმში. საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი, ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ და მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც გეუბნებიან მთელი დღის განმავლობაში, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიმიღია, მხოლოდ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენდით. ამის შემდგომ სხვებსაც იბარებთ, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი, თქვენივე თხოვნით. იმ გამომძიებლებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰქონდათ 30 დღე, რომ ეს უმძიმესი საქმე გამოეძიებინათ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)