|
2018-08-01 13:41:57, 886 ნახვა
კომენტარი
საყვარელიძე NDI-ის კვლევაზე: გაუგებარი შედეგია - მეეჭვება ენმ-ს არჩევნებში მოგების შანსი ჰქონდეს
ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა 12% საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმას "ქართულ ოცნებას", ხოლო 10% "ნაციონალურ მოძრაობას" მისცემდა, ეჭვის თვალით უყურებს. როგორც ექსპერტმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, მისთვის გაუგებარია თუ რატომ აქვს "ქართულ ოცნებას" 12%-იანი მაჩვენებელი. ‘’ჩემთვის პირადად გაუგებარი შედეგია, იმ თვალსაზრისით, რომ 12% აქვს,,ქართულ ოცნებას’’. როცა საუბარია მხოლოდ პარტიაზე, პრაქტიკულად, არასოდეს არ ჰქონია მსგავსი შედეგი. რაც შეეხება ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ მოგების შანსებს, პრეზიდენტი ერთია, ერთიანი იდეაა და მეეჭვება მათ მოგების შანსი ჰქონდეთ. ჯერ ერთი მეეჭვება, ეს მონაცემი იყოს სწორი, მეორეც, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ მოახერხოს რეიტინგის გაზრდა, იმიტომ, რომ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე ბევრ შეცდომას უშვებს და საეჭვოა, მისმა გამონათქვამებმა მიიზიდოს მსმენელი. ჯერჯერობით არცერთ არჩევნებში ,,ნაციონალურ მოძრაობას’’ რაიმე არსებული, გარდა იმ 10–13 პროცენტისა, არ მოუპოვებია’’, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. შეგახსენებთ, რომ NDI- ს კვლევების თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რესპოდენტთა 15%-მა განაცხადა, რომ არც ერთ კანდიდატს ხმას არ მისცემდა, 12%-მა "ქართული ოცნების" კანდიდატი დაასახელა, 10% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 6% - გიორგი მარგველაშვილს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)