|
2018-08-01 11:15:59, 900 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება ორი რამით - სასახლეში შევიდა და მე ჩამომართვა მოქალაქეობა
„ჩემთვის იქნება კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაყენებული კანდიდატი“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნისნა, ყოფილი პრემიერი ევანიშვილი "ხალხის გაბრიყვებას ვერ შეძლებს". "ივანიშვილი ვისაც დააყენებს და ვისაც მხარს დაუჭერს, რა დროშითაც არ უნდა გამოდიოდეს, იმას ქართველი ხალხი ამოიცნობს ორ წუთში. ამიტომ ივანიშვილი ხალხს ვერ გააბრიყვებს. რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტს, მარგველაშვილი ისტორიაში დარჩება მხოლოდ ორი რამით - შევიდა და არ გააყიდინა რეზიდენცია ივანიშვილს, გადაარჩინა სასახლე, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი და იმით, რომ ჩამომართვა მოქალაქეობა. შეიძლება შევიდეს მესამე რამითაც, რომ შეიწყალოს პოლიტიკური პატიმრები და მე დამიბრუნოს მოქალაქეობა, მაგრამ არ მგონია მას ამის გამბედაობა ეყოს. მარგველაშვილი არის საქართველოსთვის დაკარგული პერიოდი. საქართველომ დაკარგა ბოლო ხუთი წელი, მარგველაშვილის პრეზიდენტობის - ეს ხომ ყველასთვის ცხადია. რა დარჩება მისგან, გარდა იმისა, რომ თავის თავზე თქვა - „მე ვარ პლასტელინი“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)