|
2018-07-26 19:53:21, 1084 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარია: არასრულწლოვნების დაკითხვისას ახალი, საკვანძო გარემოებები გამოიკვეთა
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის წევრის ელენე ხოშტარის განცხადებით, არასრულწლოვნების დაკითხვისას ახალი, საკვანძო გარემოებები გამოიკვეთა. ხოშტარიას თქმით, თითქმის ყველა არასრულწლოვნის და ძირითადი მოწმის დაკითხვა დასრულდა. "თავს ვალდებულად ვთვლით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. მოგეხსენებათ, რომ კომისია კვირების განმავლობაში კითხავს მოწმეებს, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ამ კვირების განმავლობაში გვქონდა საშუალება მიგვეღო ამ მოვლენის გარშემო და დღეს როდესაც პრაქტიკულად დავასრულეთ არასრულწლოვების და ძირითადი მოწმეების დაკითხვა, ამ დაკითხვების დროს გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო, ახალი გარემოებები, რომლის შესახებაც ჩვენ მყისიერად ვაწვდით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ ვიკავებთ თავს შინაარსის თქმისგან. მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ მიიღოს დროულად ეს ინფორმაციია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ ორინეტირებული ვართ შედეგზე", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)