|
2018-07-26 14:41:13, 985 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: მომწონს ივანიშვილის იდეა - თუ საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარვადგენთ, საინტერესო პროცესები განვითარდება
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას დადებითად აფასებს. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს არ წარადგენს და ერთმანეთს ოპოზიციის კანდიდატები შეებრძოლებიან, ქვეყანაში საინტერესო პროცესები განვითარდება. მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს და გუნდისთვის ივანიშვილის პოზიცია ახალი არ ყოფილა. „ეს ის იდეაა, რომელიც აქვს პარტიის თავმჯდომარეს და რომელიც მე ამ ინტერვიუდან არ შემიტყვია. ეს მრავალი კვირის და თვის განმავლობაში მის მიერ დაყენებული საინტერესო აზრია და გუნდის ძალიან ბევრ წევრთან იყო განხილვა. ვფიქრობ ეს აზრი არის ყველაზე მისაღები, რომ ჩვენ მივცეთ გზა ფართო ოპოზიციურ ან ნეიტრალურ კანდიდატებს, რომ იბრძოლონ, შეეჯიბრონ ერთმანეთს და თავად გადაწყვიტოს ხალხმა, ამ კანდიდატთაგან რომელი იქნება მათი არჩეული პრეზიდენტი. ეს იდეა ძალიან მომწონს და ელჩებსაც ძალიან მოეწონათ. ამან მათი აღფრთოვანება გამოიწვია. ვფიქრობ, რომ ეს მოგვცემს ძალიან საინტერესო პროცესს, უფრო დაცლილს ემოციებისგან იმიტომ რომ სააკაშვილის და მისი დაშლილი, დაქსაქსული, არსებობის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ შეეჯიბროს, ვერ ეჯიბრება, მერე ბრაზდება და არის ცუდ ხასიათზე. თუ ივანიშვილის იდეა გუნდმა გაიზიარა, მივიღებთ საინტერესო პროცესებს, სადაც სააკაშვილის გუნდი შეეჯიბრება სააკაშვილის ყოფილ ან მოქმედ გუნდს. ეს მგონი ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)