|
2018-07-24 13:16:19, 796 ნახვა
კომენტარი
კალაძე: 2018-2019 წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდება. კალაძის თქმით, 2020 წლისთვის ავტობუსების პარკი 900 ერთეულით გაიზრდება. "სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რომელიც წარმოვადგინეთ, ძალიან დიდხანს ვმუშაობდით. წლების მიხედვით გვაქვს გაწერილი ყველაფერი და მინდა მადლობა გადავუხადო ექსპერტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. მთავარია, რომ 2018-2019 წლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება სრულად იქნება განახლებული და ქალაქს ეყოლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსები. 3 მიმართულება იქნება, ეს არის - სიემჯი, დიზელი და ელექტრო ავტობუსები. 2019 წლისთვის ეს ყველაფერი იქნება დასრულებული. 2020 წლისთვის 900 ერთეულამდე გაიზრდება ავტობუსების პარკი. საუბარია ასევე ტაქსების რეგულაციებზე, ასევე პარკირების სისტემაზე - თუ როგორი უნდა იყოს დედაქალაქში პარკირების სისტემა. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი და ამბიციური გეგმაა. მთელი ქალაქის მასშტაბით ვაპირებთ პროექტის განხორციელებას, მათ შორის შემოვა ფასიანი პარკირება. თავდაპირველად იქნება საპილოტე ქუჩები, სადაც დაწესდება ფასიანი პარკირება. ერთ-ერთი ქუჩა საიდანაც დაიწყება პროექტი იქნება ლესელიძე. კონკრეტულ ქუჩებზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის, 100 მეტრის რადიუსში იქნება უფასო ავტომობილების პარკირება, დანარჩენ შემთხვევაში, გაჩერება იქნება ფასიანი", - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიამ დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანია, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირება. პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. კალაძის თქმით, აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, 2018-2019 წლებში 511 ამორტიზებული ავტობუსის სრულად ჩანაცვლება. გარდა ამისა, პოლიტიკა მოიცავს მეტროს 12 ახალი შემადგენლობის დამატებას, რაც დედაქალაქის მერის ინფორმაციით, 2019-2021 წლებში მოხდება. ამასთან, 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, როგორც კახა კალაძემ განმარტა, მგზავრთა ნაკადები ოპტიმალურად გადანაწილდება და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება. სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, 2021 წლამდე ავტობუსის ზოლები მოეწყობა რუსთაველის, წერეთლის, ალ. ყაზბეგის და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე მელიქიშვილისა და შარტავას ქუჩებზე.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)