|
2018-07-24 12:38:37, 781 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება
2019-2021 წლებში, დედაქალაქში არსებული მიკროავტობუსების რაოდენობა შემცირდება, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ დღეს, სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიკროავტობუსებმა შესაძლოა, მხოლოდ ისეთ არეალებში იმოძრაონ, სადაც დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დღეისთვის, დედაქალაქში დაახლოებით, 2 000 მიკროავტობუსი მოძრაობს. „დღეს დედაქალაქს დაახლოებით, 2 000 ერთეული მიკროავტობუსი ემსახურება. კვლევის საფუძველზე, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. მიკროავტობუსები შესაძლებელია, მხოლოდ ისეთ არეალებში დარჩეს, სადაც გაბარიტებიდან გამომდინარე, უფრო დიდი ავტობუსის მოძრაობა შეუძლებელია. ეს იქნება საშუალება მოქალაქეებისთვის, ცენტრალურ სატრანსპორტო ჰაბებს დაუკავშირდნენ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის თანახმად, 2019-2021 წლებში მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)