|
2018-07-23 17:50:08, 754 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც ყველა მხარე შეთანხმდა
„ჩვენ შევძელით სრული კონსესუსის მიღწევა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების საკითხზე და ამის საფუძველზე, ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა ჩართული მხარის თანხმობა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ასპექტი იმ რეფორმისა, რომელიც სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელდება. „დღეს დავასრულეთ დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი საკითხი სასამართლო რეფორმის ფარგლებში, რომელიც ჩვენ უნდა განგვეხილა. იყო საკმაოდ რთული საკითხი, თუმცა, ჩვენ შევძელით სრული კონსესუსის მიღწევა ამ საკითხზე და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა კანონპროექტი, რომელზეც არის ყველა ჩართული მხარის თანხმობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი სასამართლო რეფორმის, რომელიც განხორციელდება მეოთხე ტალღის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით არის სრული კონსესუსი სამუშაო ჯგუფში. ამისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო როგორც მოსამართლეებს, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი ამ ჯგუფში, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და საერთაშორისო პარტნიორებს",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე განმარტებით, კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელია საშემოდგომო სესიამდეც, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტს კანონპროექტის მიღება სექტემბერში შეეძლება. „მკაფიოდ მოწესრიგდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები, ასევე, შესაბამისი სანქციები, პროცესთან დაკავშირებით გვქონდა საინტერესო დისკუსია და ეს საკითხებიც არის მოწესრიგებული. ეს ყველაფერი არის გარანტია იმისა, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და იქნება, ასევე, მნიშვნელოვანი გარანტია იმისა, რომ სასამართლო ეფექტიანად განახორციელებს თავის უფლებამოსილებებს. ამ კანონპროექტის ინიცირება შესაძლებელია უკვე საშემოდგომო სესიამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე სექტემბერში შეგვეძლება კანონპროექტის მიღება",- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)