|
2018-07-19 18:35:10, 1231 ნახვა
კომენტარი
აბაშიძე: თუკი მოსკოვს სურს დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის
"თუკი აგვისტოს ომის 10 წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსკოვს რეალურად სურს დაიწყოს საქართველოსთან ურთიერთობების მოწესრიგება, მას ამის გაკეთებას არავინ უშლის", - ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. "სწორედ ამას ვურჩევთ რუსულ მხარეს, ნაცვლად ჩვეულ სტილში სხვების დადანაშაულებისა, თვითკრიტიკულად გაიაზროს ვითარება და გადადგას ისეთი ნაბიჯები, რასაც მისგან დიდი ხანია მოელის საერთაშორისო თანამეგობრობა და საქართველო. კერძოდ, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დეოკუპაციისკენ. სწორედ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა არის ის, რითაც რუსეთი დაანახებს საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოსთან ურთიერთობების სრულფასოვანი მოწესრიგების მზაობას. რაც შეეხება ე.წ. ოთხოზორია/ტატუნაშვილის სიას, რუსეთმა, სამწუხაროდ, არანაირი პრინციპული შეფასება არ მისცა ამ ტრაგიკულ მკვლელობებს, რისი შესაძლებლობაც მას ჰქონდა, და დამნაშავეების მაგივრად ფაქტობრივად ქართულ მხარეს ადანაშაულებს ამასთან დაკავშირებულ მოვლენებში. რუსეთი ვერ აიცილებს თავიდან პასუხისმგებლობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ რთულ ვითარებაზე. ამ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს საერთაშორისო თანამეგობრობაც", - განაცხადა აბაშიძემ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ საქართველო დასავლური სტრატეგიის ელემენტად გადაიქცა, რომელიც რუსეთის შეკავებას ისახავს მიზნად.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)