|
2018-07-19 18:21:20, 891 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი: თავისუფლებისა და დემოკრატიის პერსპექტივა გენდერული გარანტიების გარეშე შეუძლებელია
იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა „OGP"-ის მსოფლიო სამიტის სესიაზე, რომელიც ღია მმართველობის პროცესში ქალთა ჩართულობის საკითხებს ეხება. თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის" ერთ-ერთ გამოწვევად ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის განათლების, სამუშაო ადგილების, კარიერული წინსვლის, ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა დაასახელა. თეა წულუკიანმა ისაუბრა იმაზეც, თუ როგორც უკავშირდება „ღია მმართველობის პარტნიორობის" პრიორიტეტები ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს. „OGP" გულისხმობს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, საზოგადოების აზრის გათვალისწინებას და ცხადია, რომ გენდერული თანასწორობა კვლავაც საერთო გამოწვევად რჩება მსოფლიოსთვის; ამიტომ ვერ იარსებებს პერსპექტივა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გენდერული თანასწორობის გარეშე. „OGP"-ის 76-ზე მეტი წევრი ქვეყანა სწორედ რომ საუკეთესო ადგილია ამ საკითხის წამოსაწევად", − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ „OGP"-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო თბილისის რეზოლუცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ქალთა და გოგონათა ღია მმართველობის რეფორმების პროცესებში ჩართვას. იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქალთა უფლებების დაცვისათვის ახორციელებს; კერძოდ, შეეხო სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას; საკანონმდებლო პაკეტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ქალთა კვოტირების სისტემას; გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც უწყებათაშორისი ორგანოა და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის მუშაობს. საბჭომ უკვე შეიმუშავა ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ქალი მინისტრისთვის, გენდერული საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამაყობს იმით, რომ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამჟამად 70 კაცი და 112 ქალია დასაქმებული. იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთ სესიაზე გამოვიდა. თეა წულუკიანმა მსოფლიო სამიტის სტუმრებს საქართველოს წარმატების მოდელი გააცნო, რითაც „ღია მმართველობის პარტნიორობის" რიგითი წევრი მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე, რაც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირებით ხდება შესაძლებელი; მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, რასაც ემსახურება ელექტრონული პეტიციის პორტალის (ichange) შექმნა, რომლითაც მოქალაქეს საშუალება ეძლევა, ელექტრონული პეტიციები გახსნას მთავრობის კომპეტენციებთან დაკავშირებით და შესაბამისი ხელმოწერების საჭირო რაოდენობა დააგროვოს ამ იდეების განხილვისა და გათვალისწინების უზრუნველსაყოფად; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც ანტიკორუფციული საბჭო უწევს კოორდინაციას; საბიუჯეტო გამჭვირვალობაზე. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ქართული რეფორმების უკეთ გაცნობისა და თავიანთ ქვეყნებში მსგავსი მოდელების დანერგვის მიზნით დაისვა. „OGP"-ის მსოფლიო სამიტი თბილისში დღეს საზეიმოდ დაიხურება.
(NS)
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)