|
2018-07-19 16:29:28, 1090 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა ომბუდსმენის წარმომადგენლებთან საუბარი არ ისურვა
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულმა მალხაზ კობაურმა ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებთან საუბარი არ ისურვა. ამის შესახებ ლომჯარიამ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა, რამდენად იყო ჩართული ომბუდსმენი საქმეში და გაესაუბრა თუ არა მკვლელობაში ბრალდებულს. „სახალხო დამველის წარმომადგენლებმა მოინახულეს ბრალდებული პირი საპატიმრო დაწესებულებაში, თუმცა მან არ ისურვა ჩვენთან საუბარი და არ ისურვა დაოქმება თუნდაც იმ განცხადებების, რაც მან გააკეთა ჩვენს წარმომადგენლებთან. ასე რომ ნამდვილად გიდასტურებთ, ჩემი მხრიდან ინტერესი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში ბრალდებული არ წამოვიდა კომუნიკაციაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. შეგახსენებთ, 6 ივლისს ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირი და მათი 4 წლის შვილი გაუჩინარდა. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ლ.ს. ხევში, ჩანჩქერის პირას იმავე დღეს იპოვეს, 7 ივლისს კი, ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე 1975 წელს დაბადებული რ.ს.-ს ცხედარი აღმოაჩინეს. რაც შეეხება მცირეწლოვანს, შსს-ს ცნობით, ბავშვის ცხედარი საქმეზე დაკავებულ პირთან საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შედეგად აღმოაჩინეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილას დატოვა, ხოლო მცირეწლოვნის ცხედარი ზვავში დამალა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. სასამართლომ 11 ივლისს სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)