|
2018-07-19 13:12:51, 1052 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე ივანიშვილზე - რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა მეფის საქმე არაა, ეს ამ დონეზე არ წყდება
„არამეფის საქმეა რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა. მე მგონი, ეს ამ დონეზე არ წყდება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ბიძინა ივანიშვილს საუბრისას განაცხადა. როგორც დეპუტატმა განმარტა, ის პარტიაში ბიძინა ივანიშვილს არ მიუღია და ფიქრობს, რომ არც მის გათავისუფლებაში ჩარეულა. „გათავისუფლება გავიგე მედიიდან, ასეა, ძალიან კარგი ფორმაა უმრავლესობასთან ურთიერთობის. ვფიქრობ, რატომ უნდა დახარჯონ დრო, ენერგია, ან ახსნაზე, ან პოზიციების შეჯერებაზე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მე არც მას მივუღივარ პარტიაში, არც გადაწყვეტილება მიუღია ჩემი მაჟორიტარად წარდგენისა, მე ვფიქრობ, ამ ადამიანის ხელმოწერაც არ არის. როგორც იტყვიან, არამეფის საქმეა რიგითი დეპუტატის პარტიიდან გარიცხვა, ამ დონეზე მე მგონი, არ წყდება. თუმცა ქალბატონი თამარი იძახის რომ შეუთანხმეს. არ ვიცი ამითი რა თქვეს?! ვერ გავიგე, ამ ხუთმა ადამიანმა საკუთარი თავი დააკნინეს?! რატომ აქვთ ეს თანანმდებობები, თუ კიდევ ვიღაცას უთანხმებენ?! ესეც გაუგებარია. მაშინ გააუქმონ ეს თანანმდებობები და იყოს პირდაპირ მრჩეველთა საბჭო, რომელიც მიიღებს დავალებას და შეასრულებს“, - აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს“.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)