|
2018-07-17 15:44:44, 720 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ჩვენი ამოცანაა, 2021 წლის ჩათვლით ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულოთ
საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ჯანსაღი ბიზნესგარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შედეგია ის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში იტალიელი ბიზნესმენები ინარჩუნებენ ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების განხორციელების ინტერესს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მხოლოდ წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველოსა და იტალიას შორის უკვე მესამე ბიზნესფორუმი იმართება, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. “დღეს მე მქონდა საშუალება, ბატონი პრეზიდენტისა და დელეგაციის წევრებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის გამეცნო ის ხედვა, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ადგილსა და როლთან დაკავშირებით. საქართველო ემსახურება 8 ქვეყანას, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და ჩვენ მათთვის კარიბჭე ვართ. ჩვენ ვახორციელებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლი კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები და წინაპირობები იმისთვის, რომ საქართველო ჰაბად იქცეს ამ რეგიონისთვის და განსაკუთრებით ამ 8 ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიური საწარმოებისთვის საქართველოში ბიზნესის კეთება არ ნიშნავს მხოლოდ წვდომას 4-მილიონიან ბაზარზე. ეს ნიშნავს გაცილებით მეტს, ეს ნიშნავს იმას, რომ იტალიურ ბიზნესს საშუალება ექნება, თავისი ბიზნესაქტივობა განავითაროს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იტალიიდან ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში. საქართველოში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით ძალიან მსხვილი კომპანიები მონაწილეობენ, განსაკუთრებით მინდა გამოვყო „აგრიჯორჯია“, რომელიც ძალიან მნიშვ ნელოვან საქმიანობას ახორციელებს, FERERO, რომელიც ამ სექტორის გლობალური ლიდერია. ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ უფრო და უფრო მეტ იტალიურ კომპანიას ვხედავთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ჩვენი ამოცანაა 2021 წლის ჩათვლით დავასრულოთ ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანს, ასევე - ჩრდილ-სამხრეთის დერეფანს. მოხარული ვართ, რომ იტალიური კომპანიები მონაწილეობენ არა მხოლოდ სამშენებლო საქმიანობაში, არამედ ძალიან მნიშვნელოვან პროექტირების სამუშაოებშიც, ვინაიდან საქართველო მთაგორიანი ადგილია და საკმაოდ კომპლექსურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს მოითხოვს ის პროექტები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. იტალიური კომპანიებს ამ კუთხით აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება და ვენ მოხარული ვართ, რომ ვგრძნობთ მათ გაზრდილ აქტივობას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)