|
2018-07-17 13:01:44, 754 ნახვა
კომენტარი
კახიძე - თუ ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლეზე უნდა გაკეთდეს
„თუ გამოდის, რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, აქცენტი ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ უნდა გაკეთდეს“,- ასე გამოეხმაურა ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე. მისი განმარტებით, თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება, შახტა უნდა დაიხუროს. „ხელისუფლება, ამდენი წლის განმავლობაში, ყოველი ამ ტრაგედიის შემდეგ, არცერთ პირს არ სჯის. თუ შრომით პირობები იქ არი იყო დაცული, მაშინ შესაბამისი პირები არიან პასუხისმგებელნი. თუ შრომითი პირობების დაცვა ვერ ხდება და შეუძლებელია შახტის ბუნებიდან გამომდინარე, მაშინ საკითხი ლოგიკურია, ვერ ვიცავთ ამ პირობებს და შესაბამისად, უნდა დაიხუროს შახტა. რაც შეეხება ამ კომპანიის სახელმწიფოსთვის გადაცემას, ეს რა თქმა უნდა, არასწორია. სახელმწიფო მით უმეტეს ვერ მიხედავს ქვანახშირის მომპოვებელ შახტას, ეს არის კერძო სექტორის საქმე, შესაბამისად უნდა მოხდეს, ან ხელახალი პრივატიზაცია, ან თუ გამოდის რომ ადამიანების ხოცვა-ჟლეტის გარეშე ამ ნახშირს ვერ მოვიპოვებთ, მე მგონი აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანის სიცოცხლის სასარგებლოდ“, -აღნიშნა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში აფეთქების შედეგად 4 ადამიანიდაიღუპა, 6 კი, დაშავდა. მომხდარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ბახტაძის გადაწყვეტილებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)