|
2018-07-16 17:48:09, 866 ნახვა
კომენტარი
მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები, ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას
ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები; 1-ლი აგვისტოდან შესაბამისი სამინისტრო იწყებს ძალიან მნიშნელოვან პროგრამას, რომელიც იმედს მაძლევს, რომ ეს პრობლემა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგედიის კომენტირებისას განაცხადა. პრემიერმა ამ ძალიან მძიმე წუთებში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. „დღეს საქართველოში გლოვის დღე გვაქვს, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ ტყიბულში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა შახტი დაიხურება. ადამიანის და მოქალაქის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას. ეს შახტები დაიხურება მანამ, ვიდრე სრულფასოვნად არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი ძიება, ასევე - საერთაშორისო ტექნიკური ექსპერტიზა ამ შახტების მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, აუცილებლად დავადგენთ, შეასრულა თუ არა კომპანიამ აქამდე გაცემული რეკომენდაციები. ამ მიმართულებით, შესაბამისი დავალებები მიცემული აქვს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლებსაც ისინი აუცილებლად შეასრულებენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს კომპანიასთან და შახტში დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ. „ეს იქნება ყველანაირი წყაროდან, როგორც კომპანიის, ასევე - სხვა, მაგრამ რაც მთავარია, ისინი აუცილებლად მიიღებენ სახელფასო შემოსავალს. ჩვენ გვჭირდება შრომის დაცვის მაღალი სტანდარტები. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ეს უნდა ეხებოდეს ყველა სფეროს, ადამიანის უფლებებით დაწყებული, მომხმარებელთა უფლებების დაცვით, მათ შორის, რა თქმა უნდა შრომის პირობებით დასრულებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ ეს სტანდარტი საქართველოში აუცილებლად უნდა დავამკვიდროთ. რაც შეეხება შრომის დაცვის სტანდარტებს, აქ ჩვენ უნდა გვქონდეს მოთხოვნა, დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტი. ეს ბევრ საწარმოში, თქვენ ჩემზე უკეთ იცით, არ იყო. ასე გაგრძელება არ შეიძლება. როდესაც ჩვენ ადამიანის სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, ამაზე მაღლა არაფერი დგას. ჩვენ გვჭირდება შესაბამისი სტანდარტები, შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. 1-ლი აგვისტოდან პროფილური სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს იწყებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ერთ დღეში შეიძლება შევცვალოთ ის ძალიან მძიმე სტატუს-კვო რაც წლების განმავლობაში დაგროვდა, მაგრამ ამის დაწყება და პრინციპული გატარება მნიშვნელოვანია, რასაც ევროპელი დონორების მხარდაჭერით აუცილებლად გავაკეთებთ", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)