|
2018-07-13 21:41:48, 754 ნახვა
კომენტარი
პრემიერი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" - ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი მომავალში ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად
„ეს იყო და არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან მომავალში ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად. მაგრამ, ამავდროულად ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიციაა, რომ ასეთი სიის გაკეთება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მსგავსი სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, მანამდეც შეიძლებოდა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, უმცირესობის სხდომის მიმდინარეობისას ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, 90-იან წლებში არანაკლები ამაზრზენი დანაშაულები იქნა ჩადენილი ქართველების წინააღმდეგ და რომ ყოფილიყო მსგავსი სია, შესაძლებელი იქნებოდა პრევენცია ბევრი შემდგომი დანაშაულისა. აგრეთვე, როგორც პრემირ-მინისტრმა აღნიშნა, სამართალდამცავი ორგანოები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ დანაშაულებში მონაწილე პირების გამოსავლენად და იდენტიფიცირების შემთხვევაში სია აუცილებლად გაფართოვდება. საკითხზე საუბრისას, მთავრობის მეთაურმა ე.წ. „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში" გარდაცვლილი პირების არსებობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „სიაში, რეალურად, არიან ჯალათები შეყვანილი, ვინც ჩვენი მოქალაქეები, ქართველები დახოცა, დახვრიტა და ა.შ. თუნდაც 1%-იანი ალბათობა რომ არსებობდეს იმისა, რომ ადამიანმა ან სახელი გადაიკეთა, ან გვარი და 100%-იანი არ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის გარდაცვლილია, რომელი უფრო დიდი რისკია?! ჩვენ ხომ სახელმწიფო ვართ და სახელმწიფოებრივად უნდა მივუდგეთ ამ თემას", - განაცხადა პრემიერმა.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)