|
2018-07-13 17:38:36, 677 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: წულუკიანთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ვიზიარებ
თეა წულუკიანთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას ვიზიარებ, - ასე გემოეხმაურა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე კვლავ თეა წულუკიანის წარდგენას. „მე ფაქტად ვხედავ იმას რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ წვლილი იუსტიციის მინისტრისაც გასააზრებელია. მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით რუსთაველზე, არ იყო მარტო სარალიძის საქმე, ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე. დაზარალებულს ღამეების თენება არ უნდა სჭირდებოდეს ან პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ მიაღწიოს სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას რომელიც აქვს საზოგადოების იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგამი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)