|
2018-07-13 17:17:27, 750 ნახვა
კომენტარი
დავით სერგეენკო: სოციალური დახმარების სისტემა განლევადი ან დასრულებადი უნდა იყოს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სოციალური დახმარების სისტემის ცვლილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, წლის განმავლობაში ათეულობით ცვლილებები შედის სოციალური დახმარების სისტემაში მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ. მან აღნიშნა, რომ არსებული სოციალური დახმარების სისტემა ერთგვარი დემოტივატორია ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანმა შემოსავლით და ხელფასით უზრუნველყოს ოჯახი, ის სოციალურ დახმარებაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ სოციალური დახმარების სისტემა უნდა იყოს განლევადი ან დასრულებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანმრთელ, ახალგაზრდა ადამიანს ეძლევა სოციალურ დახმარება გარკვეული დროის განმავლობაში სამსახურის შოვნის მიზნით. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სოციალური დახმარების სისტემა უნდა იყოს განლევადი ან დასრულებადი, ოღონდ სამუშაო ადგილების აქტიური შეთავაზებით. პირველი მარცვალი შარშანწინ ჩაიდო ამაში, როდესაც ახალგაზრდა ასაკში სოციალური დახმარების მაძიებლებს აქვთ ვალდებულება დარეგისტრირდნენ ვორქნეტში (worknet.gov.ge - სამუშაოს მაძიებელთა მონაცემთა ბაზაში) და თუ არ დარეგისტრირდებიან, მათ სოციალური დახმარება ეხსნებათ. გიდასტურებთ, რომ პირველი ნაბიჯები განლევადი ან დასრულებადი სოციალური დახამრების სისტემისკენ გადადგმულია, თუმცა ამას სჭირდება ძალიან სკურპულოზური გათვლა იმისათვის რომ, პირველი, გასაგები და გამჭირვალე იყო ყველასათვის, მეორე, შედეგზე იყოს ორიენტირებული და მესამე, შესაბამისი საინფორმაციო კამპანიები იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.
(NS)
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)