|
2018-07-11 14:02:58, 780 ნახვა
კომენტარი
იანოშ ჰერმანი - საქართველოში უსაფრთხოების მიმართულებითაც ვიწყებთ პროგრამების განხორციელებას
„ევროკავშირი ზრდის აქცენტებს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებაზე, აგრეთვე, განათლების სისტემაზე, განსაკუთრებით - პროფესიული განათლების ნაწილში. უსაფრთხოების მიმართულებითაც ჩვენ ვიწყებთ საქართველოში პროგრამების განხორციელებას", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელებას. „ჩვენ მოგვეცა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის მთელი პროგრამის მიმოხილვის შესაძლებლობა. ვისაუბრეთ ახალი მთავრობის ფორმირებაზე და სამთავრობო პროგრამის განხორციელებაზე. შევეხეთ ასევე ევროკავშირის დახმარებას, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს. საუბარი შეეხო ამ პროგრამების განხორციელების საუკეთესო გზებსა და მეთოდებს. პრემიერ-მინისტრმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირის პროგრამები ძალიან მნიშვნელოვანი სამთავრობო გეგმების განხორციელებისთვისაც. ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ბევრ საკითხზე ემთხვევა და მოუთმენლად ველით მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქვეყნის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას. დიდ წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს და ვარწმუნებთ, რომ ევროკავშირი უცილობლად გააგრძელებს მისი ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე ველით ახალი კონტაქტების დამყარებას, განსაკუთრებით მაღალი დონის ვიზიტებს საქართველოსა და ევროკავშირში", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)