11:12 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 19:00:41, 782 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: ნურავინ ელოდება, რომ გუნდი თეა წულუკიანის მიმართ ისეთ განცხადებებს გააკეთებს, როგორიც ენმ-ს გაუხარდება

„ნურავინ ელოდება, რომ „ქართული ოცნება“ და თეა წულუკიანის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც „ნაციონალური მოძრაობას“ ან რომელიმე ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას გაუხარდება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 „თეა წულუკიანი არის ჩვენი თანაგუნდელი, ის არის „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ნურავინ ნუ ელოდება რომ „ქართული ოცნება“ და ჩვენი გუნდი მის მიმართ გააკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც გაუხარდება „ნაციონალური მოძრაობას“ ან რომელიმე ვიწრო პარტიულ დაჯგუფებას, რომელსაც მასთან აქვთ პირადი ანგარიში და შურთ დღეს, რომ ეს ანგარიში როგორმე გაათანაბრონ. ეს ვერ მოხდება. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრი მიმდინარე კვირაში დაასახელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: ტრამპისა და რუსეთს შორის დიზელის თაობაზე დადებული შეთანხმება საფრთხეშია
რეკორდული წარმომადგენლობა - აშშ-ის კონგრესა და სენატში შვიდი მუსლიმი აირჩიეს
ბრეიზა სანქციებს ითხოვს - კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს
პაველ ჰერჩინსკი - ნუ დაკარგავთ იმედს, საქართველოს მომავალი ქართველი ხალხის ხელშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics